Saturday, April 24, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი:
ჯარიმის გადახდის წესები.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით :
საგზაო მოძრაობის დარღვევისას გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებითი ჯარიმის გადახდის გამოთვლის წესი.
3.პროექტის სრული აღწერა:
გიორგი,საკუთარი ავტომანქანით შუქნიშანის გავლის შემდეგ,საგზაო პოლიციის პატრულმა გააჩერა,წითელ ნიშანზე გავლა აღნიშნა და ჯარიმა გამოუწერა.გიორგი არ დაეთანხმა პატრულს,ქვითარი არ გამოართვა და გააგრძელა მოძრაობა.(ჯარიმა 20 ლარს ითვალისწინებს) 5 თვის შემდეგ გიორგის მოუვიდა შეტყობინება.რომ ვალდებულია 300 ლარი ჯარიმა გადაიხადოს.
მოსწავლეებს ვავალებ:გაეცნონ 2007 წლის შესაბამისი კანონმდებლობა და ჩანაწერის სახით მომაწოდონ–კანონიერი იყო თუ არა მაშინ საგზაო პატრულის მოქმედება,საურავის გადახდის რა წესი მოქმედებდა კანონმდებლობით,რა პროცენტით იზრდებოდა საურავი.თვლით თუ არა ამჟამად არსებულ წესს სამართლიანად.იქნებ თქვენ შემოგვთავაზოთ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დარიცხვის თქვენეული სისტემა.პროცენტის დარიცხვის რა წესს გამოიყენებდით და რა ოდენობის.
შეფასება:ინფორმაციის მოძიება,წერითი სამუშაო,მსჯელობა.
4.მონაწილეთა ასაკი:
14–15 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა :
1–4 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
შესაბამისი კანონმდებლობის მოძიება,დისკუსიის გამართვა,მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესსის გამოყენება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :
ამ პროექტზე მუშაობისას და მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეებს უნვითარდებათ გარკვეული წარმოდგენები საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე.ეცნობიან ჯარიმების,საურავის დარიცხვის შესაძლო
ვარიანტებს.
8.სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები გაეცნობიან კანონმდებლობას. გამოთქვამენ საკუთარ ვერსიებს ჯარიმების და საურავების სრულყოფის მიზნით.
9.სამუშაო ენა:
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
სამართალთან:კანონმდებლობა.
მათ.IX.2.სხვადასხვა ხერხით ასრულებს რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებებს და აფასებს მათ შედეგს.
მათ.IX.3.იყენებს მსჯელობა–დასაბუთების ზოგიერთ ხერხს.
მათ.IX.4.ხსნის გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანებს.
12.პროექტის ფასილიტატორი:
მაია მეძველია
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა :
maiamedzvelia@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
არ გვაქვს
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
http://maiamedzvelia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment